“სირცხვილი, ფუი, რა უნდა გავაკეთოთ?”

384

მსახიობსა და ტელეწამყვანს, ია ფარულავას, მამიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, კორონავირუსით გარდაეცვალა.

„მამიდაჩემი დღეს დილით უნდა ჩამოსულიყო „თურქიშით“ თბილისში… სტამბოლში ტვირთი #54 არ გადმოდეს თბილისის რეისზე. ხალხი ასული სასაფლაოზე, გვირგვინებით… არავინ დაგვირეკა აეროპორტიდან და არ გაგვაფრხილა, რომ ტვირთი არ ჩამოვიდა….

სირცხვილი, ფუი !!! #turkishairlane და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯმენტი!

რა უნდა გავაკეთოთ!

თურქეთის რეისი ხომ გამთენიას მოდის და განა არ შეეძლოთ გავეფრთხილებინეთ, რომ არ ჩამოვიდა!“ – წერს ფარულავა.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მსახიობს განუმარტეს, რომ აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებელი არ არის არც ავაიკომპანია და არც აეროპორტი.

მათი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ოჯახის ინფორმირება იმ ტერმინალს ეკისრებოდა, რომელიც ავაიკომპანიას ემსახურება.

„ქალბატონო ია, ტვირთთან დაკავშირებით თბილისის აეროპორტის მენეჯმენტი არაფერ შუაშია. ეროპორტის ტერიტორიაზე, სამი სატვირთო ტერმინალია ავტონომიური მენეჯმენტით. თურქიშ ეარლაინს კი „ლასარე-ს“ ტერმინალი ემსახურება“, – დაწერა მომხმარებელმა.