ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ დედამისმა კორონავირუსი დაამარაცხა.
„დედაჩემმა კორონავირუსი დაამარცხა და გამოჯანმრთელებულების სტატისტიკას შეემატა.
ეს დაახლოებით ისეთი ამბავია, საქართველო მოსახლეობის ცხოვრების დონით მსოფლიოში პირველ ადგილზე რომ აღმოჩნდეს.
ქალი ინსულინდამოკიდებულიც იყო, ჰიპერტონიკიც, ინფარქტგადატანილი, გულის უკმარისობით. ისე მოხდა, რომ ფილტვებზე გართულება არ წასულა. საავადმყოფოში გაატარა რამდენიმე დღე. არ ვიცი, რა მიზეზია, შეიძლება ის, რომ მანამდე ერთი კვირა იმკურნალა ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ფილტვებიდან სითხე ამოუტუმბეს, თუმცა, სავარაუდოდ, ინფექციაც იქვე აიკიდა მოკლედ, ასეთი უცნაურობაც ხდება და თან საქმე იმაშია, რომ ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ ინფიცირებული. ისევ სავარაუდოდ იმიტომ, რომ ზოგადად, სახლშიც იზოლაციის რაღაც წესებს ვიცავთ. – მოკლედ, ეგეთი ვარაუდები მაქვს და ასეთი უცნაური ამბებიც ხდება.
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას და ცხოვრების დონის ზრდას კიდევ ამ ქვეყანას“, – წერს ლელა კურდღელაშვილი.