ლოქდაუნის პირმშოს ფოტო ფეისბუქს იპყრობს – რა მოხდა იტალიასა და დუბაიში

718

დუბაიში ახალშობილი ექიმს პირბადეზე ებღაუჭება და ხსნის… ეს ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და სიმბოლურად კოვიდის მალე დამთავრებას მიაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა ავრცელებს.

დუბაის შემდეგ, იყო იტალია, სადაც იმედის ნაპერწკალი, ახალმა სიცოცხლემ გააჩინა.

ხომ გახსოვთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ცნობილი ფრაზა „გვირაბის ბოლოს სინათლე მოსჩანს“… დიახ, ჩვენ მალე მოვიხსნით პირბადეს, დავარღვევთ 2-მეტრიან დისტანციას და ყველაფერი კარგად იქნება..

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო იტალიაში, სან-პიეტროს კლინიკაშია გადაღებული.

პატარა მატია სრულ ლოქდაუნში დაიბადა. მისი პირველი ჟესტი კი ბებია ქალისთვის პირბადის მოხსნა იყო, რამაც დიდი სიხარული და იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა ადამიანებს.