ჟურნალისტი ნელი თორდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტსა აქვეყნებს:
“23 წლის ბიჭი, ექიმი, პაციენტების მოვლის დროს დაინფიცირდა.
ექიმები გვაკლიაო და გამოჯანმრთელდა თუ არა, ისევ პაციენტებთან დაბრუნდა, გადაღლილს და ქანცგაწყვეტილს თრომბი დაემართა და გარდაიცვალა და აქ გამოვლენ სავაჭრო ცენტრებთან, რიგებში მდგარი ტიპები, პირბადის გაკეთებაზე მოთქვამენ და ექიმებს აგინებენ..
სულ ერთი წამით… მარტო ერთი წამით წარმოვიდგინოთ თავი იმ ბიჭის დედის ადგილზე”, – წერს ნელი თორდია.