“მოლებში რიგებში მდგომ ჩვენს თანამემამულეებს ჩვენი უჟანგბადობა სულაც არ ადარდებს?”

332

ექიმი იზა ჯიქია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“…არადა, რა ლამაზი გოგონები ვიყავით… 😥 ეხლა მთავარია სუნთქვითი ვარჯიშები ჩვენც შევასრულოთ, ღრმად ჩავისუნთქოთ და ამოვისუნთქოთ დღეში რამდენჯერმე, რომ ეკიპირებისას ჰიპოქსიამ ბოლო არ მოგვიღოს, თორემ ჩვენ შოპინგს ვეღარ მოვესწრებით… მოლებში რიგებში მდგომ ჩვენს თანამემამულეებს ჩვენი უჟანგბადობა, გულში ჩხვლეტა, უძილობა, თავბრუსხვევა, გულისრევა, ნერვიულობა, სულაც არ ადარდებთ!!”