ვის მიართვა თაიგული ნიკოლოზ რაჭველმა ამწეს მეშვეობით?

449

კომპოზიტორმა ნიკოლოზ რაჭველმა მომღერალ ნანი ბრეგვაძეს ბედობა მიულოცა და ამ დღის აღსანიშნავად, ყვავილების თაიგული აივანზე ამწეკრანის დახმარებით მიართვა. აღნიშნულის ამსახველი ვიდეო კომპოზიტორმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„ვინც ჩემსა და ჩემი მეგობრების ფეისბუქის სიახლეთა კედელს თვალს ადევნებთ შეამჩნევდით, რომ ყოველი წლის 2 იანვარს ჩვენს უძვირფასეს ნანისთან ვიკრიბებით და ქართული სიმღერის ლეგენდასთან ერთად ყოფნას ვიბედებთ, მუსიკის დღესასწაულს ვიწყობთ და ენით აუწერელი ენერგიით ვიმუხტებით, მთელი წელი რომ მიგვყვება ხოლმე! მართლა ისე გვიყვარს ყველას ეს ურყევი ტრადიცია, რომ 1 იანვარზე მეტად 2 იანვარს ველოდებით და საგანგებოდ ვემზადებით დაუვიწყარი საღამოს გასატარებლად…

წელს კი გავუფრთხილდით მის ჯანმრთელობას და მე და თეონამ ყველა ჩვენი საერთო მეგობრის სახელით ჩვენი დიდი სიყვარული ასეთი ფორმით გამოვხატეთ, მაინც დავებედეთ ერთმანეთს და თან ისე, რომ არ ელოდა, სიურპრიზად:)) !!! “, – ნათქვამია ნიკოლოზ რაჭველის პოსტში.

https://www.facebook.com/conceptart.ge/videos/794345707962930