“თავი აღდგომის ტაძარში მეგონა. ერთმანეთის მხრებზე შემჯდრები რომ ზეიმობენ…”

379

ჟურნალისტი, ნინო განუგრავა, მხატვარ ზალიკო სულაკაურის მეუღლე, სოციალურ ქსელში, წერს:

„გეყოთ ამდენი პოზიტივი..

გილოცავთ, მილოცავთ გასაგებია..

მაგრამ…

ხალხო… 2021 წელი მგონი, საქართველოს გარდა ყველგან დადგა.. ჩვენი წელთაღრიცხვა სულ უკან და უკან მიდის..

ვიფიქრეთ, ბავშვებს გავახარებთ.. ნაძვის ხესთან გავიყვანთ.. ფეიერვერკს ვანახებთ და ახალ წელს შეძლებისდაგვარად, ბავშვების განწყობით შევხვდებითო..

რანაირი ხალხი იყო.. რანაირი ზეიმი.. აი. სრული გაურკვევლობა..

თავი აღდგომის ტაძარში მეგონა. ერთმანეთის მხრებზე შემჯდრები რომ ზეიმობენ..

ზუსტად მასე იყო სავსე რუსთაველი..

მთელი ირანი რუსთაველზე..

ერთმანეთის მხარდამხარ..

უსმენოდ.. უხმოდ ამღერებული.. მანქანების ლუქებიდან და ფანჯრებიდან გადმოყუდებული მთვრალი ირანი.. ერთმანეთში აზელილი ასობით ირანული სავარაუდოდ ძალიან უგემოვნო ჰანგებით გაყრუებული თბილისი მართლა პირველად ვნახე..

ნაძვის ხესთან ვინ გაგაჩერა.. ზედახორაში..

რაც ყველაზე ძაან მეზიზღება სპეციალურად რომ ფეხებში გიგდებენ, რაღაც საზიზღობა ასაფეთქებლებს.. ბავშვი გიჭირავს თუ არა მნიშვნელობა რომ არ აქვს.. პირიქით, თებროს ჯინსზეც კი მიაფეთქეს..

და ეს ხალხი.. ეს ასობით და ათასობით ადამიანი იყო ირანელი.. ირანის სრული უკულტურო ნაწილი, ირანის სრულიად განუვითარებელი პროვინციები.. აბა სხვანაირად ეგრე ვერ მოიქცევა ადამიანი როგორც ეგენი იქცეოდნენ..

და ჩვენ.. 0.00000რაღაცა პროცენტი

რამდენიმე ოჯახთან ერთად, ვისაც ბავშვების სიამოვნება გვინდოდა ქაშუეთის ეზოში შევიყუჟეთ, და იქიდან ვუცქერდით ამ რაღაცა სანახაობას..

ჰომოფობია კი არადა ქსენოფობია თუ რაცაა, საუბრები არ დამიწყოთ..

ვგიჟდები ყველანაირ აღმოსავლურზე.. აღმოსავლეთმცოდნეობა მაქვს დამთავრებული სხვათაშორის.. და ყველაზე ძალიან ზუსტადაც ირანში მოგზაურობაზე ვოცნებობ.. მაგრამ მე მათ ქვეყანაში ისე არ მოვიქცევი, როგორც ისინი იქცეოდნენ ჩემსაში… გუშინდელი ამბავი არ იყო საქართველო.. ჩვენ გუშინ თბილისში, რუსთაველზე არ ვყოფილვართ..”