“ჩემდა სამწუხაროდ, 9 წლის წინ გადახურულ ბაგრატის ტაძარში წყლის ჩადინების ძალიან ბევრი კერა გაჩნდა”

371

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე ბაგრატის შესახებ წერს.

მოვინახულე ბაგრატის ტაძარი. ძვირადღირებული სპილენძის გადახურვის მიუხედავად, რომელიც წესით, წყლის შეკავების მყარი გარანტია უნდა იყოს, რადიკალურად სხვა ვითარება მივიღეთ. 9 წლის წინ გადახურულ ტაძარში, ჩემდა სამწუხაროდ, წყლის ჩადინების ძალიან ბევრი კერა გაჩნდა. წელს დავიწყებთ კვლევას და გამოსასწორებელი ღონისძიებების დაგეგმვას“, – წერს ნიკოლოზ ანთიძე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ტაძრის ფოტოებსაც აქვეყნებს.