ბრიუს უილისი აფთიაქიდან გააძევეს – მსახიობს პირბადე არ ეკეთა

1,074

მსახიობი ბრიუს უილისი ლოს ანჯელესში აფთიაქიდან გააძევეს იმის გამო, რომ მას პირბადე არ ეკეთა.

ამის შესახებ პორტალი Page Six -ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

თვითმხილველების თქმით, 65 წლის მსახიობს სახის დაფარვა “ბენდენით”  შეეძლო, თუმცა, მან ამაზეც უარი თქვა. შედეგად, მან შენობა ისე დატოვა, რომ  არაფერი შეუძენია.

მსახიობის წარმომადგენლებს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ინფორმაციას  სოციალურ ქსელებში აქტიურად  განიხილავენ და უილისს ქმედების გამო აკრიტიკებენ.