„ძალიან მღლის სოციალური ქსელი, განსაკუთრებით „ინსტაგრამი“, ყველგან შიშველი, ერთი და იგივე პოზებით გადაღებული ფოტოები და საკუთარი პირადი ცხოვრების უაზრო აფიშირებაა…“

253

გიორგი პავლიაშვილი, იგივე რეპერი მასტერი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, თუ როგორ დაღალა სოციალურმა ქსელებმა.

„ბოლო დროს ძალიან მღლის სოციალური ქსელი და მიუხედავად უამრავი საქმეებისა, ცოტა ხნით აქ შემოხედვაც კი (განსაკუთრებით „ინსტაგრამზე“) ძალიან მაღიზიანებს. ყველაფერი ბუნებრივი გახდა ხელოვნური და სიტყვა ხელოვნური ვერასდროს იქნება ხელოვნებასთან. უაზროდ ბევრი ფილტრი და ყველგან შიშველი, ერთი და იგივე პოზებით გადაღებული ფოტოები, რაღაც უაზრო გათამაშებები, შეჯიბრებები… ყველაფერზე სთორის გადაღება, რომ არ გამოგვრჩეს ვინ რომელ საჭმელს მივირთმევთ და ვინ რას ვიცმევთ… ყველგან რაღაც ASK ME QUESTION-ები და საკუთარი პირადი ცხოვრების უაზრო აფიშირება…

ეს ყველაფერი ძალიან დიდი და უაზრო, ცრუ სპეკტაკლია და არ ვიცი, როდემდე, მაგრამ ახლა ნამდვილად მინდა, რომ მოვწყდე… ისიც ვიცი, რომ ეს ჩემი პროდუქტის პრომოუტინგისთვის არც თუ სწორი სვლაა, მაგრამ მე მაინც მირჩევნია, რომ ჩემი სულისთვის ვცხოვრობდე და არა რაღაც მატერიალური საგნებისთვის.

მიყვარხართ და ერთს გეტყვით, რომ ნუ დაემსგავსებით სხვებს, იპოვნეთ საკუთარი თავი და სწორად შეარჩიეთ ფასეულობები.

დროებით ინსტა“.