“ჩააჩუმეთ და დაიჭირეთ ეს სახელმწიფო დამნაშავე”

759

ეს არის ერთი-ერთში ტრამპის განცხადება. ეს არის შეფარული მოწოდება ძალადობისკენ.”- ასე ეხმიანება მწერალი ირაკლი კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც განაცხადა:

მიხეილ სააკაშვილის ციტატა – “ჩვენს ხალხშია ჩვენი ძალა, ჩვენს ხალხს წაართვეს არჩევანი, ჩვენი ხალხი ითხოვს სამართლიანობას! ამ ხალხს უნდა დავუბრუნოთ ჩვენ თავისი ხმა, თავისი უფლებები და დავაძლევინოთ სიღარიბე და უკანონობა და ეს უნდა მოხდეს ძალიან მალე”

ირაკლი კაკაბაძის პოსტის გაგრძელება:

პუტინის მოგზავნილი სააკაშვილი იგივეს აკეთებს საქართველოში, რაც პუტინის მოგზავნილმა ტრამპმა გააკეთა ამერიკაში. თუ ტვიტერმა და ფეისბუქმა აკრძალეს ტრამპი – ახლა უნდა მოვთხოვოთ მათ, რომ სააკაშვილ აკრძალონ.

და არა მარტო მათ – მეინსტრიმ მედიამაც უნდა აკრძალოს ეს წამქეზებული და მკვლელი (ეს მკვლელობები უკვე ჩადენილი აქვს პრეზიდენტობის დროს).

ამერიკაში FBI- მ დაიწყო დაპატიმრებების დიდი სერია, სადაც სახელმწიფო გადატრიალების მომხრეებს იჭერენ და მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა უკვე აღიარა, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა, რომელსაც პირადად ტრამპი ხელმძღვანელობდა.

ჩვენთან კი ტრამპის ბიზნესპარტნიორი და უკვე ყოფილი დიქტატორი ხელმძღვანელობს ამ წაქეზების კამპანიას. ეს კაცი დასაჭერია – გასასამართლებელი კიდევ ერთი მუხლით – და მისი ყველა ხელშემწყობი.

ეს ადამიანები მშვიდობიან მოქალაქეებს სიცოცხლეს არ გვაცლიან. ეს ყველაფერი კი ხელს აძლევს მხოლოდ ერთ კაცს – პუტინს. ჩააჩუმეთ და დაიჭირეთ ეს სახელმწიფო დამნაშავე! და ამავე დროს მისი ყველა ხელშემწყობი – მომხრეს არ ვგულისხმობ – არამედ კონსპირაციაში მონაწილე ყველა პირი! ესენი აპირებენ მშვიდობიანი მოსახლეობის ამოხოცვას. არ დაიმსახურა საქართველომ ეს.”- წერს ირაკლი კაკაბაძე.