„თითქოს საკრალური დამთხვევა იყო, – დედას დაბადების დღეს დაემთხვა სასამართლო პროცესი”

298

მომღერალი თიკა მახალდიანი, რომლის დედაც ტრაგიკულად მოკლა პოლიციელის მიერ ბრმად გასროლილმა ტყვიამ, უკვე დასრულებული სასამართლო პროცესის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და ამბობს:

„თითქოს საკრალური დამთხვევა იყო, – დედას დაბადების დღეს დაემთხვა სასამართლო პროცესი, რომელზეც განაჩენი უნდა გამოეტანათ მისი მკვლელისთვის. რვა წელი მისცეს განზრახ მკვლელობისთვის, თუმცა არ მინდა დავიჯერო, რომ ეს განზრახ მკვლელობა იყო, არ მინდა, ცოდვაში ფეხი ჩავდგა. განზრახ რატომ უნდა მოეკლა? როგორც ვიცი, ეს საბოლოო განაჩენი არ არის. დამიჯერეთ, ამას მართლა არ აქვს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა. რომ გავიგე, რვა წელი მიესაჯა დედაჩემის მკვლელს, არანაირი რეაქცია არ მქონია. უბრალოდ, ვიცი, რომ დედის გარეშე ცხოვრება მიჭირს და ესაა ჩემთვის მთავარი“.