იოანე და ქრისტინე ბაგრატიონები მშობლები გახდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ ხუან ბაგრატიონის Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„დღეს 19 იანვარს, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე დაიბადა ჩვენი ვაჟი ბაგრატ ბაგრატიონი.
გილოცავთ ყველას ნათლისღებას!“ – ნათქვამია განცხადებაში.
იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებმა ჯვარი 2018 წელს, სვეტიცხოველში დაიწერეს. ქართველმა პრინცმა და ცნობილმა მოდელმა ურთიერთობა 6 წლის წინ დაიწყეს.