ჟურნალისტი ნელი თორდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით ქუჩაში გამოდითო, ხალხს რომ მოუწოდებს, იმათ გასაგონად – ტრამპი ბაიდენს არ დაუმარცხებია, კორონავირუსმა დაამარცხა. საფრთხე სათანადოდ რომ ვერ შეაფასა, იმან. შედეგად, ამერიკა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა და სიტუაციას ვერც ტრამპის დაგვიანებულმა ბოდიშებმა უშველა.. ამ წუთებში ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი კორონავირუსს ებრძვის, აპარატზეა შეერთებული და არავინ იცის, გადარჩება თუ არა. ყველას გვინდა შეზღუდვების მოხსნა, ამუშავება და ნორმალური ცხოვრების დაბრუნება, მაგრამ სურვილები ერთია და რეალობა მეორე.. და ბოლოს, იდიოტები ხართ, ვინ რეგულაციების დამცველებს მონებს უწოდებთ და თუ ასეთი კიდევ შემორჩა ჩემს გვერდზე, წამშალეთ მეგობრებიდან!”