ვახო სანაია საზოგადოებას მიმართავს

326

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალური ქსელით ბათუმში “ნაციოალური მოძრაობის” აქტივისტების მოქმედებას გმობს და წერს:

“ის, რაც ბათუმში მოხდა, საშიში მოვლენაა. ჯერ ერთი, მეზიზღება, როცა ადამიანს ამ ფორმით უპირისპირდებიან. არ უნდა გადააბიჯო იმ ზღვარს, რომლის იქით არც პოლიტიკაა, არც არაფერი. ოჯახი, ნათესავები, ახლობლები…მოკლედ, ეს როგორ უნდა იკადრო ! ესე იგი, არაფერზე ფიქრობ. ესე იგი, აზროვნება იმ მომენტში შეწყვეტილია.

ახალგაზრდა კაცი მისდევ მამისტოლა ადამიანს შეძახილით მოღალატე, მოღალატე და ნაგავს აყრი თავზე. აქედან შორს კი არ არის თოფის სროლამდე იმავე შეძახილებით.

ასევე – ვინც ტაშს უკრავთ, იქნებ მოერიოთ საკუთარ თავს და ნუ დაემსგავსებით ნაგვით მორბენალს.” – წერს სანაია