“კრიშაზე ვეთანხმები, ახდილი აქვს ორივეს”

449

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში, ვაქცინის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

“ნაწილს გამოთხრილი გვირაბით წამოიღებს და ნაწილს ზღვით გადმოცურავს.

პ.ს. კრიშაზე ვეთანხმები, ახდილი აქვს ორივეს”, – წერს ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქში”.

* * *

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა – მალტა, აპირებს ღარიბ ქვეყნებს კორონავირუსის ვაქცინა გადასცეს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ამ შესაძლებლობით სასწრაფოდ უნდა ისარგებლოს და მალტის ხელისუფლებას მიმართოს.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა “მთავარი არხის”   დირექტორი ნიკა გვარამია.

“სააკაშვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, კოვიდის ვაქცინები გვიშოვა. ამას ქვია ჭერი აარღვია!”, – წერს ნიკა გვარამია.