თბილისში, პიტბულის ჯიშის ძაღლმა 60 წლის ქალი დაგლიჯა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ძაღლის პატრონი, ალექს მამისაშვილი წერს:
„უბედური შემთხვევა მოხდა დღეს. სოციალურ ქსელებშიც გავრცელდება ეს ინფორმაცია და იქამდე მე თავად გიამბობთ. ჟურნალისტებიც მიკავშირდებიან მთელი დღე, არავის ვპასუხობ.
პიტბული მყავს. დილით ვასეირნებდი ქუჩაში და დაახლოებით 60 წლის ბებოს დაუყეფა. სანამ მიუახლოვდება ადამიანი, ზუსტად ამ ფორმით ესალმება ხოლმე. არასდროს მოგვლია მსგავსი რამ…
მას ჯოხი ეჭირა, ვიცოდი რომ სხვანაირად გაიგებდა. რამდენჯერმე მოუქნია, შემდეგ ესროლა. ნასროლი კი მე მომხვდა. ამის დანახვაზე გაგიჟდა… ვეღარ ვიჭერდი. გამათრია, წამაქცია, ხელიც გამაშვებინა. სანამ ცოტა აზრზე მოვედი, ავდექი და თვალებიდან გამოვიხედე… მივარდა, ეცა, ზუსტად იმ ხელზე უკბინა და დაუკეტა, რომლითაც ჯოხი ისროლა. დაახლოებით 1 წუთის მანძილზე ვერ გავაშვებინე… ეგრევე პოლოცია, სასწრაფო, ჟურნალისტები და კაროჩე რა…
საშინელი სცენა ვნახე. სადმე უნდა მეთქვა, ცოტა მომეშვება… არვიცი რა მოვიმოქმედო. მას მერე სახლში ვზივარ და ვკანკალებ. მირჩიეთ რამე“, – წერს ძაღლის მეპატრონე