“მშვიდობით ჩემო შეუცვლელო არწივო!”

345

მომღერალი მანანა თოდაძე თავის მეგობარს, თემურ წიკლაურს  ემშვიდობება.

“დღეს, ჩემი თემური, ჩემი არწივი, თქვენი თემური, ტოვებს სამყაროს და მიფრინავს ცაში, სადაც დაიმკვიდრებს სასუფეველს!
ჩემს მწუხარებას და თქვენს მწუხარებას საზღვარი არა აქვს, ჩემო ივერიელებო, ჩემო ლილი, ქეთო, ანდრია, ჩემო დიდო ოჯახო, ჩემო საქართველო!
თემურიმ ნამდვილად დაიმსახურა ის ცრემლები, მწუხარება და გულის ტკივილი, რომელიც აცილებს მას იმ ქვეყნად!
თემური იყო, არის და დარჩება ყველას გულებში, როგორც უნიჭიერესი, უერთგულესი, უკეთილესი, დიდი სახალხო მომღერალი!
მშვიდობით ჩემო ძმაო, ჩემო მეგობარო, ჩემო შეუცვლელო არწივო!
უფალმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული”, – წერს  მანანა თოდაძე.