ვინ არის სოფო ნიჟარაძის დედა

541

მომღერალი სოფო ნიჟარაძე იმ მანდილოსნების სიაში შედის, რომლებიც ყოველთვის დედასთნ ერთად დადიან, სოფოს დედა ყოველთვის გვერდით უდგას. ამის შესახებ მომღერალი ხშირად საუბრობს.

სოფოს პროფესიიდან გამომდინარე, რთული გრაფიკი აქვს, რაშიც დედა ყოველთვის მის გვერდით არის და მაქსიმალურად ეხმარება.

2008 წლის ომის დრო სოფომ რუსეთში კარიერა მიატოვა და თბილისში დედასთან ერთად დაბრუნდა.

სოფოს დედა ქეთი ნიკოლაიშვილია, რომელიც პროფესიით ექიმია.

სოფო ნიჟარაძის ცხოვრებაში გასულ წელს მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა – ის თავად გახდა დედა და ქალიშვილი ეყოლა, რომელსაც ალის-მარია დაარქვა.

სოფო 5 თვის ორსული იყო, როდესაც ამერიკაში დედასთან ერთად გაემგზავრა.

რაც შეეხება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის ურთიერთობას, რომლის შესახებაც უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდებოდა, განსაკუთრებით იმატა ჭორებმა სოფოს მშობიარობის შემდეგ.

ერთ-ერთი ჭორი, რომელიც იმ პერიოდში გავრცელდა იყო ის, რომ თითქოს მომღერალს შვილი მიხეილ სააკაშვილისგან ეყოლა.

სოფოს ამ დრომდე ბავშვის ფოტო არ გამოუქვეყნებია და არც მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე გაუკეთებია კომენტარი.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ ჭორს არც უარყოფს, არც ადასტურებს.

 

 

 

წყარო:  /digest.pia.ge/