“ყველას გთხოვთ, გაავრცელოთ ეს განცხადება“

554

ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თემურ წიკლაურის მიერ შესრულებული სიმღერა, ,,გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარ”, რომელშიც მომღერალი კორონავირუსსაც ახსენებს, არ არის მისი ავადმყოფობის დროს გადაღებული და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

ყველას გთხოვთ (განსაკუთრებით სააგენტოებს) გაავრცელოთ ჩემი ეს განცხადება.

“საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ ჯერ სოციალურ ქსელში და შემდეგ ტელევიზიებში გავრცელებული ვიდეო-ფაილი, რომელშიც თემო მღერის და ბოლოს ამბობს, არ მინდა ჩასვლა დედამიწიდანო, არ არის გადაღებული კლინიკაში, მით უმეტეს ავადმყოფობის დროს და მით უმეტეს არ გაუვრცელებია ის არცერთ ექიმს და ა.შ.

ტყუილია ყველაფერი, რასაც წერენ, რასაც გიჩვენებენ და ავრცელებენ…

ვიდეო გადაღებულია პირადად ჩემ მიერ 2020 წლის 9 აპრილს და ის ეკუთვნის ტელეკომპანია „ვარსკვლავებს“.

გადაღებული გვაქვს თემოს აგარაკზე, სოფელ მისაქციელში თემოს და ტელეკომპანია „ვარსკვლავების“ ერთობლივი პროექტის – „ლაივ კონცერტები მისაქციელის მცირე საკონცერტო დარბაზიდან“, ფარგლებში.

მსგავსი სახის ლაივ-კონცერტი მე და თემომ სამჯერ გავაკეთეთ ასიათასობით მაყურებლისთვის – 9 აპრილს, 26 მაისს და 5 ივლისს.

თუ ვინმეს რამე აინტერესებს დანარჩენზე პირადად მე მომმართეთ!!!“, – წერს ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში.