“სხვილოს ციხეც საქართველოა და სწორედ იქ, მიმდებარედ დააკავეს ეს ბიჭი!”

690

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძის “განაჩენს” სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ბავშვობაში მამაჩემს ჰქონდა მანქანაში მაგნიტოფონის კასეტა, სადაც ჯემალ სეფიაშვილის სიმღერები იყო ჩაწერილი, მათ შორის ესეც “ნუმიტირებს ნურავინ”. ამ სიმღერას ბესო კალანდაძე მღერის ისე, რომ გული გაგიჩერდება, სულ ვატრიალებდი ერთი და იგივეს გამუდმებით.

როცა საესტრადო სასწავლებელში ვსწავლობდი ხშირად ვმღეროდი სადაც ინსტრუმენტს დავინახავდი.

ძალიან დიდ ემოციას ატარებს ეს სიმღერა

ახლა რომ მოვედი სახლში, საინფორმაციოში თქვეს, რომ ქართველ ახალგაზრდა კაცს რუსეთის მიერ მართულმა ცხინვალის სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა! იმედია რამეს ვიზამთ და გამოვაშვებინებთ.

ყველას გვახსოვს არჩილ ტატუნაშვილის ამბავი, ამიტომ აუცილებელია მეტი გააკეთოს მან ვისაც ეს ევალება! შენ კიდე ძმაო გამაგრდი და გაძლიერდი.

p.s. სხვილოს ციხეც საქართველოა და სწორედ იქ მიმდებარედ დააკავეს ეს ბიჭი!”,-წერს გიორგი სუხიტაშვილი.