რუმინეთში ქალაქ სუჩავაში წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის მართლმადიდებლურ ტაძარში ნათლობის ცერემონიის დროს 6 თვის ბავშვი დაიხრჩო.
ბავშვს, რომელიც მღვდელმა სამჯერ შთაფლა წყალში, გული გაუჩერდა.
რამდენიმე მღვდელმსახურის ინფორმაციით, მღვდელს ბავშვი არასწორად ეჭირა.
44 წლის მღვდელი ალექსანდრ მაზარაჩი სასამართლოს დასრულებამდე საქმიანობას ჩამოაშორეს.
რუმინეთში კი შეიქმნა პეტიცია სადაც მარის მოთხოვნა,რომ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ სრულად თქვას უარი ნათლობის ამ მეთოდზე – ბავშვის სრული შთაფვლით. პეტიციას უკვე 60 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.