საფრანგეთში კორონავირუსისგან 116 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. ფრანგული მედიის ცნობით, ევროპის ყველაზე ხანდაზმული მცხოვრები 116 წლის ანდრე ვირუსისგან სრულად განიკურნა.
ექიმების თქმით, მისი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო და 117-ე იუბილეს ანდრე ხანდაზმულთა სახლში აღნიშნავს.
ფრანგული მედიის ცნობით, პაციენტმა კორონავირუსი ყოველგვარი გართულებების გარეშე გადაიტანა. ის 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა