„მხოლოდ ლოყები მაქვს დათხელებული, მეგონა, ბელა ჰადიდის მსგავსად მექნებოდა, მაგრამ რაც გამოვიდა, მომწონს…“
თიკა ჯამბურიამ „მენტალურ ომებში“ საკუთარ გარეგნობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავის დაფასება ბოლო პერიოდში ისწავლა.
თიკა ჯამბურია:
ძალიან მცირე ხანია, რაც საკუთარი თავი მოვიწონე და შევიყვარე. აქამდე არაფერი მომეწონდა საკუთარ თავში, ალბათ, ხალხის დამოკიდებულების გამო, რადგან ჩემს წონას განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს. ამ ყველაფერმა ძალიან დამთრგუნა, ჩამკეტა ჩემს თავში და როგორც კი მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი პრობლემა, გადავაბიჯე ჩემს თავს, დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, გავხდი, ოღონდ თავისით, ამაზე არ მიმუშავია, ხალხისგან წამოვიდა კომენტარები, უი, როგორ გალამაზდიო და გახდიო, ამან თავდაჯერება შემმატა და ახლა, სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს საკუთარი თავი.
მაქვს გაკეთებული მხოლოდ ბიშეტქომია, ლოყების დათხელება, კბილის ამოღების მსგავსი ოპერაციაა. „ინსტაგრამზე“ ხშირად ვადევნებ თვალს ლამაზ მოდელებს. ბელა ჰადიდს ჰქონდა გაკეთებული ბიშექტომია, მეგონა, რომ ზუსტად ისეთი წვრილი სახე მექნებოდა. ასეთი შედეგი არ მაქვს, მაგრამ რაც არის, ის მომწონს…