“პირდაპირ ეთერში ვარ, კატა არ ვარ“ – ადვოკატი Zoom-ში სასამართლო პროცესს კნუტის ფილტრით შეუერთდა

325

ტეხასელი ადვოკატი Zoom-ში მიმდინარე სასამართლო პროცესს ჩართული ფილტრით შეუერთდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, როდ პონტონის სახის ნაცვლად Zoom-ის ფანჯარაში კნუტი ჩანდა. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ პონტონს პრობლემაზე მიუთითა ადვოკატის თანაშემწე ფილტრის გამორთვას უშედეგოდ ცდილობდა. „პირდაპირ ეთერში ვარ, კატა არ ვარ“, – თქვა ამ დროს პონტონმა.

სახალისო ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მოსამართლე როი ფერგიუსონმა Twitter-ზე გაასაჯაროვა.