“მასშტაბური აქციებით გაზაფხულზე, წელსვე პროპორციული არჩევნების მიღწევა გაცილებით პრობლემატური მგონია”
“რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ მასშტაბური საპროტესტო აქციებით, პროპორციული არჩევნების მიღება გაცილებით პრობლემატურია.
“რესპუბლიკელებს გვგონია, რომ პარლამენტში შეუსვლელად (ამას ხაზს ვუსვამ), სრულად პროპორციული, უბარიერო სისტემის ერთჯერადი კენჭისყრის მცდელობა უფრო გვაახლოვებს მართლაც მრავალპარტიული პარლამენტით ხელისუფლების ცვლილებას,
დაუმორჩილებლობის სტრატეგიით, მასშტაბური აქციებით გაზაფხულზე წელსვე პროპორციული არჩევნების მიღწევა კი გაცილებით პრობლემატური მგონია.”– წერს დავით ბერძენიშვილი.