“მე ვერ წარმომიდგენია სხვა ქვეყანა, სადაც ასე თავისუფლად შეიძლებოდეს რელიგიური ლიდერის ლანძღვა”

305

ექიმი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ალბათ ყველა დარწმუნდით, რომ სრულიად ყალბია და უმიზეზო მავანთა ვიშ-ვიში: “არიქა, ქვეყანაში რელიგიური ძალადობაა!”-ო. მე ვერ წარმომიდგენია სხვა ქვეყანა, თუნდაც თავისუფალი და რელიგიურად მხოლოდ აქცენტირებული, სადაც ასე თავისუფლად შეიძლებოდეს რელიგიური ლიდერის ლანძღვა. ჩემთვის წარმოვიდგინე პოლონეთი, ბულგარეთი, იტალია, და რამოდენიმე ევროპული ქვეყანა და ჩემი აზრით, არ იქნება ასეთი პრეცედენტი. ამის მიზეზი, ერთი მხრივ ჩვენთვის სასიამოვნოა – საქართველოში არაა და არც მახსენდება ბოლო საუკუნეში ისეთი ფანატიზმი, რომ ამის გამო ვინმე მოეკლათ (ამიტომ, მთქმელს არ ეშინია და ამაში არის დადებითი), მაგრამ ცუდი ტენდენცია ისაა, რომ პატრიარქი არაა დაცული ცილისწამებისა და უპირო სახალხო ლანძღვისგან და სხვა მოქალაქეს ვინ დაიცავს?!

ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გამძლავრდეს პიროვნების უსაფუძვლო ლანძღვისგან და ცილისწამებისგან დამცავი მექანიზმები და რაც მთავარია, უნდა გაჩნდეს ამის თვალსაჩინო პრეცედენტები!”