“თუ მახინჯია სისტემა ყოველთვის უნდა თქვა მაშინაც და ახლაც, ხალხი, რომ შიმშილობს”

709

თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ქეთი დუმბაძეს პასუხობს.

პასუხი ვნახე ქეთი დუმბაძისა ჩემს თხოვნაზე, რომ ნიკა მელიას დაჭერაზე ხელი არ მოეწერა.
სამწუხაროა, რადგან ჩემო ქეთი ვერ გააანალიზე რომ 20 ივნისს სახელმწიფოებრიობას შეუქმნა საფრთხე ხელისუფლებამ და საკანონმდებლო ორგანოს პირველ სავარძელში კომუნისტი გავრილოვი ჩასვა, ამით ოკუპანტ რუსეთს მიანიშნა , რომ “ტერიტორიებდაგლეჯილ” საქართველოში შესაძლებელია კონსტიტუციის დარღვევა და კომუნისტი გავრილოვის მიერ საკანონმდებლო ორგანოში სხდომის წაყვანა, რაც შენგან განსხვავებით ( სამწუხაროდ) ახალგაზრდებმა “ ამისტებმა” და “ იმისტებმა” გააპროტესტეს და პროტესტის გამო ხელისუფლებამ ხალხს თვალები დასთხარა. მე ჩემო ქეთი, ჩემს სიცოცხლეში არასოდეს არც ერთი პარტიის წევრი ვყოფილვარ არასოდეს, არასოდეს, არც ნაციონალურის და არც ოცნების, ახლა პარლამენტარის მანდატზეც კი უარი ვთქვი, ყოფილი ხელისუფლების დროს ვიცავდი შვილმკვდარ დედას ( გირგვლიანს ვგულისხმობ) ოპოზიციაში მოგეხსენება ვიყავი და ახლაც ვიცავ შვილმკვდარ მშობლებს ( არც მაშინ მახსოვხარ ძვირფასო რაიმე გაგეპროტესტებინოს და არც ახლა ( სამწუხაროდ) მე სამარცხვინო სამართლებრივი სისტემა არც მაშინ მომწონდა და არც ახლა. მთავრობების სიმპათიის მიხედვით სიმართლის დაცვა მე არ ვიცი, მაგას კონფორმიზმი ჰქვია ქეთი. თუ მახინჯია სისტემა ყოველთვის უნდა თქვა მაშინაც და ახლაც, ხალხი, რომ შიმშილობს, კომუნისტი ოკუპანტი გავრილოვი რომ შემოჰყავთ და კონსტიტუციას და სახელმწიფოებრიობას თავზე გვახევენ , კორუფცია მძვინვარებს , მოხუცის და ახალგაზრდის ფულს იპარავენ ბიუჯეტიდან, ხმას თუ არ იღებ , მინიმუმ, ვინც აპროტესტებს იმის დაჭერას მაინც არ უნდა მოაწერო ხელი. მე კი ძვირფასო სადაც ვიდექი იქ ვარ საქართველოისტად ვრჩები მთელი ცხოვრება და უარი ვთქვი მანდატზე, რადგან არც პარლამენტარის მანდატი მინდა ისეთი პარლამენტისა ,სადაც ქართული სახელმწიფოებრიობის ,ოკუპანტისგან დამცველებს ასამართლებენ და ახალგაზრდების თვალების დამთხრელებს ამართლებენ. . საქართველო “იმისტი” და “ამისტი” არ არის, საქართველო გამწარებული ხალხია ამ სისტემის მიერ, რომელიც სწორედ აი სწორედ მაგ კონფორმიზმით და ოკუპანტთან გარიგებით ერთ წრეზე ტრიალებს. დანაშაულებრივი სისტემა თუ არ მოგვწონდა, იგივე დანაშაულებრივი სისტემა დაწინაურებული მურუსიძით ახლა რატომ მოგწონს ქეთი?! ?!სამწუხაროა , მე ახლა ნათლად დავინახე :შენ ,ჩემს დაჭერასაც (ხვალ )როგორ მოაწერე ხელი, რადგან ჩვენ -ამისტები და იმისტები 20 ივნისს ყველა ერთნაირად ხელისუფლებისგან შეურაცხყოფილები ქართულ სახელმწიფოებრიობას ვიცავდით !
ისე მინდა შეგახსენო იმ «9 წლის “მანძილზე ახლა შენ რომ ხშირად ახსენებ შენი პროტესტი მაშინდელი სისტემის წინააღმდეგ , (“ უსამართლობის არქიტექტორებიო” რომ ამბობ), არც მაშინ ახსოვს ვინმეს.
რას ვიზამთ წლების შემდეგ მიხვდები, რომ , არის რაღაც და როცა მტერი -ოკუპანტი შენს ქვეყანას ემუქრება , მაშინ “ძალა -მხოლოდ ერთობაშია” , მეგონა იცოდი!
ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ოღონდ მაინც შეგახსენებ , როგორც ჩემთვის ადამიანს, რომელთანაც სითბო მაკავშირებს დიდი ხნის ,რომ ცუდად რჩება -ცუდი ხელის მოწერა , განაჩენის გამოტანა
და ღილაკზე თითის მიჭერა -ისტორიამ აჩვენა!
✌️”