“ვაკეთებთ სადილს და ვაჭმევთ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი შემოსავალი არ აქვთ”

354

სოც-ქსელის მომხმარებელი ლია ჭონიშვილი ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“მეგობრებო! რუსთაველის მეტროს უკან გახსნილია უფასო სასადილო, არა სახელმწიფო. ვაკეთებთ სადილს და ვაჭმევთ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი შემოსავალი არ აქვთ ჩვენი სახსრებით. თუ გექნებათ საშუალება, თუნდაც 1 კილო შაქარი,ბურღულეული, კარტოფილი, ხილი. მოკლედ რაც შეგიძლიათ, რომ დავეხმაროთ საწყალ ადამიანებს . შეგიძლიათ თვითონ მიიტანოთ მაკდონალდის გვერდით ეზოში ;;;;;;უფასო სასადილო. თუ სახლში გაქვთ ჭურჭელი, დანა, ჩანგალი, რომელსაც აღარ ხმარობთ. არ გადაყაროთ მოიტანეთ. არ დაიზაროთ.”