საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი სამხარაძის გამოხმაურება ნიკა მელიას, რომელიც გირაოს გადახდაზე უარს ამბობს:
“ახლა გავრილოვის თემა წამოწიეს. ჯერ რა შუაშია გირაოს დარღვევასთან, მაგრამ თუ შუაშია, პირველ გირაოს რომ იხდიდა, მაშინ არ ახსოვდა გავრილოვი? სხვა საქმეზე იყო ის გირაო?!
და თუ მაინც გავრილოვით უნდა სახელმწიფოს და კანონის თავზე გავლა “გააპრავოს”, კი ბატონო, – არანაირი განსხვება არ არის მათ შორის, ერთმა უმძიმესი პროვოკაცია მოუწყო საქართველოს პარლამენტს, მეორემ შტურმით აღება სცადა, ესაა განსხვავება!
“არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ” – ესეც უმძიმესი პროვოკაციაა საკუთარი ქვეყნის მიმართ!.”- წერს დიმიტრი სამხარაძე.