ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს :
“გავრილოვის ნაცობისა თუ ქოცობის საკითხი
მოიფიქრა ნაცისტანის პრო(ჭ)პაგანდამ: მოდი, დავურეკოთ გავრილოვს და მელიასთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთებინოთ.
რა კომენტარს გააკეთებდა გავრილოვი, თუ იგი ნაცების თამაშს თამაშობს?
რა თქმა უნდა, იტყოდა, რომ მელია დასაჭერია, რათა მისი ეს განცხადება ნაცისტანის პრო(ჭ)პაგანდას სათავისოდ გამოეყენებინა: აი, რუსეთუმე ქოცები კრემლის და გავრილოვის დავალებით თუ მათ საამებლად იჭერენ მელიას.
რა კომენტარს გააკეთებდა გავრილოვი, თუ იგი ქოცების მხარესაა და მათ თამაშს თამაშობს?
რა თქმა უნდა, იტყოდა: მელიას დაჭერა-არდაჭერა საქართველოს შიდა საქმეა, რომელშიც არ და ვერ ჩავერევი, რა ჩემი საქმეა რას იზამს თქვენი ხელისუფლება. კი, ასე იტყოდა ქოცი გავრილოვი, რათა ნაცების წისქვილზე არ დაესხა წყალი და იმათი პრო(ჭ)პაგანდისათვის საკბილო არ მიეცა.
და რა თქვა გავრილოვმა?
თქვა, რომ მელია დასაჭერიაო!
თავად განსაჯეთ, ვის წისქვილზე ასხამს წყალს და ვისი ჯილაა გავრილოვი – ნაცების თუ ქოცების?” – წერს ხუბუა.