“კაცებს, რომლებიც ქალების ქორწინებამდელ სექსს სიბილწეს უწოდებენ, ვუსურვებ სამუდამო იმპოტენციას”

240

უფლებადამცველი ბაია პატარაია ქობულეთში 14 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„იმ კაცებს, რომლებიც ქალების ქორწინებამდელ სექსს სიბილწეს უწოდებენ, ვუსურვებ სამუდამო და განუკურნებად იმპოტენციას.

პ.ს. ვინც გაუპატიურებას სექსად მიიჩნევს, იმათაც“, – წერს სოციალურ ქსელში ბაია პატარაია.

ცნობისთვის, 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე მუქარისა და ძალადობის ბრალდებით მოზარდის ბაბუა დააკავეს.

76 წლის მამაკაცი შვილიშვილს სასტიკად უსწორდებოდა.