“მინდა მჯეროდეს, რომ ბატონ გიორგი გახარიას გადადგომას გაგრძელება ექნება”

314

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ცივი შხაპი-ბატონი პრემიერის გადადგომა. თუ ბატონი გახარიას გადადგომა არის ნაბიჯი გაგრძელებებით, მაშინ ეს სოლომონისეული გადაწყვეტაა.

ჯერ კიდევ დილით სიტუაცია ისეთი იყო, რომ ქვეყანა “შტოპორში” შედიოდა. ქვეყანა. მელიას ქცევა წმინდა წყლის წვრილმანი “ჯიბგირობა” იყო, ოპოზიციის კი -“აბიჟნიკობა”! ეს გაგრძელდებოდა გაუთავებლად, ქვეყნის გაუბედურებამდე!
ნერვების ომში სახელმწიფოს, როგორც ასეთს, აღარ შეეძლო, არ ჩაჰყოლოდა ამ თამაშში.

ფონი-პანდემია და არნახული რეგიონული სირთულეები, რეგიონული და მსოფლიო დევების ბრძოლა გავლენების გადანაწილებისთვის. ამ ფონზე საქართველო, თავისდაუნებურად, “დახუჭობანას” თამაშობდა, იმდენად იყო გადართული შიდა დესტრუქციის მეხანძრეობაზე.

მინდა მჯეროდეს, რომ ბატონ გიორგი გახარიას გადადგომას გაგრძელება ექნება. მისი შემდეგი ნაბიჯი იქნება ..“- წერს მაია ნიკოლეიშვილი.”