იწვევს თუ არა ძუძუს კიბოს დეოდორანტები? – ექიმის განმარტება

320

„ალუმინის შემცველობა ძუძუს კიბოს განვითარების რისკს ზრდის“,- ალბათ, ყველას გვსმენია მსგავსი მოსაზრება. საინტერესოა მითია თუ რეალობა. ამ ფრაზის ჭეშმარიტებას კი ფარდა ექიმმა ზაზა თელიამ ახადა.

მისი თქმით, ალუმინის შემცველობა ძუძუს კიბოს არ ავითარებს.

„ბოლო პერიოდია ძალიან პოპულარული გახდა ალუმინის შემცველობის გარეშე დეოდორანტების გამოყენება.

ამ მითის გავრცელების მიზეზი შემდეგია:

წლების წინ პაციენტებს სხივური თერაპიის ჩატარების წინ რეკომენდაციას აძლევდნენ არ გამოეყენებინათ ალუმინის შემცველი ანტიპერსპირანტები, რადგან არსებობდა რისკი, რომ ალუმინი კანს გააღიზიანებდა.

ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 1 600 ადამიანი მონაწილეობდა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ალუმინის შემცველი პროდუქცია უსაფრთხოა და არ ასოცირდება ძუძუს კიბოს განვითარებასთან.

ასე რომ, გამოიყენეთ ალუმინის ქლორიდის (Aluminum Chloride) შემცველი ანტიპერსპირანტები ოფლიანობის შესამცირებლად, რადგან მხოლოდ ის არის ამ მხრივ ეფექტური და არა სხვა არაფრის მომცემი მცენარეული საშუალებები თუ დეოდორანტები“, – წერს თელია.