თამარ ჩერგოლეიშვილი თავისი ქმრის, გიგა ბოკერიას ბიძის დასაფლავებაზე მომხდარ კურიოზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ძალიან საინტერესო ისტორია არ მოვყევი, იმიტომ რომ არაადეკვატურად გამოვჩნდებოდი – იმ დღეს, „ევროპული საქართველოს“ ცნობილი პოლიტსაბჭო იყო და მერე მელიაზე ნადირობა ატყდა.
ახლა მოვყვები – შაბათია.
გიგას გარდაეცვალა ბიძა. ძალიან, ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც 10 წელია ლოგინადაა. პანდემიის გამო, მოკრძალებული ცერემონია გაკეთდა ბუნებრივია.
იმის გამო, რომ სასაფლაოებთან კურიოზები მაკავშირებს, წინა საღამოს ძალიან მკაფიოდ და დამარცვლით გამოვიკითხე, სად ასაფლავებენ.
გამოვცხადდით მთელი ნათესაობა და დავიძარით სასაფლაოსკენ. ჩვენს წინ მიდიოდნენ ნანა და ლელო. მერე მიყვებოდა ლევანიკო – ბოლოს მე და გიგა ვიყავით.
გაჩერდა კატაფალკა.
გავჩერდით ჩვენც. გადმოვედით მანქანებიდან. გადმოიტანეს სასახლე. გადმოქანდა გიგაც მანქანიდან, შეუდგა სასახლეს – მეც ვიფიქრე, მივეხმარები მეთქი, სუდარა გავასწორე.
ავედი ვდგავარ – ცოტა განცალკევებით და ზემოთ. ვხედავ, გიგას პირველი ცოლი – ლევანიკოს დედაც იქაა.
ვააა მეთქი ნინოც მოსულა (არაფერი უჩვეულო არ მიფიქრია), გავიხედ გამოვიხედე, ვერც მერის ვხედავ, ვერც ნათესავების ნაწილს. არადა ნაწილი იქაა და ფაციფუცობს.
მეთქი სად არიან?
მოკლედ, ერთი ხუთი წუთი ვაკვირდებოდი მაღლობიდან და რაღაც მომენტში ნინოსთან მივედი – მეთქი ნინო
როგორ ხარ?
და თავი სად გგონიათო? მეთქი რეზო გარდაიცვალა.
ეს შაკოს მამააო.
გიგა რომ დავინახე ამდენ ხალხთან ერთად – ვიფიქრე, საპროტესტო აქციააო.
მოკლედ, მარტო გიგას ბიძა კი არა, გიგას პირველი ცოლის მამამთილიც გარდაცვლილა და იქ ვიყავით – შეცდომით“, – წერს ჩერგოლეიშვილი.