სააკაშვილმა ონლაინ-შეხვედრის მონაწილე „ეშმაკთან გაუშვა“ (ვიდეო)

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი ონლაინ-რეჟიმში დასმულმა კითხვამ გააღიზაიანა. კითხვა იმ კონკრეტულ ნაბიჯებს ეხებოდა, რომლის გადადგმასაც უკრაინის მოსახლეობა საბჭოსგან ელის, რასაც სააკაშვილის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

„კითხვა ნიკოლაი სტოიკოსგან: როდის იქნება კონკრეტული საქმეები? ნიკოლაი სტოიკო, თქვენ როდის გექნებათ კონკრეტული საქმეები? ან რას ნიშნავს კონკრეტული საქმეები? მოდით, ერთად მოვყვეთ, რომ მე, სააკაშვილი მოვედი და ერ კვირაში იმედები გაგიცრუეთ… ეშმაკსაც წაუღიხართ ყველა, ვინც ასე ფიქრობთ. უკვე ყელში ამომივიდა ასეთი საუბარი,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

ასევე იხილეთ