“სხვა გამოსავალი არ მქონდა და დავთანხმდი”

899

მომღერალი ლოლა წერეთელი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს. ის ასევე მოითხრობს ჟურნალს იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა დროებით საქართველოდან რუსეთში, კერძოდ მოსკოვში გამგზავრება. ის აღნიშნავს, რომ ძალიან გაუჭირდა საქართველოში, ისევე, როგორც ყველა მომღერალს და ვინაიდან მას საბანკო კრედიტი აქვს აგდასახდელი, გადაწყვიტა, მოსკოვიდან შეთავაზებას დათანხმებოდა.

ლოლა წერეთელი:

დიდი ხანია, მქონდა შემოთავაზება მოსკოვიდან. იქ არის ქართული რესტორანი „მცხეთა“, რომლის მფლობელიც ქართველი ბიზნესმენია, კარგი ადამიანი.

უნდა, რესტორანში ქართული გარემო ჰქონდეს და ქართული სიმღერები ისმოდეს. უცებ ვერ გადავწყვიტე, ძალიან ძნელია, დატოვო შენი სახლი, თბილი ლოგინი, შენი სააბაზანო, მეგობრები, შენი ქალაქი და წახვიდე უცხო გარემოში. ენობრივი ბარიერი არ მაქვს და რუსულადაც შესანიშნავად ვმღერი, მაგრამ მაინც მეძნელებოდა წასვლა. შემდეგ მივხვდი, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა და დავთანხმდი.

სასიამოვნოდ ვარ გაოცებული იმით, რომ თურმე მოსკოვშიც მიცნობენ და უყვართ ჩემი სიმღერა. უამრავი ადამიანი მოდის – ქართველები, რომლებიც დიდი ხანია, რუსეთში ცხოვრობენ, სოხუმიდან, სამეგრელოდან, თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან ჩამოსულები, ასევე სომხები, ქურთები, თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი რუსი დადის, რომლებსაც ძალიან მოსწონთ, როგორ ვასრულებ რუსულ სიმღერებს. წინასწარ უკვეთავენ მაგიდებს და ზოგჯერ დასვენების დღეებშიც მიწევს გამოსვლა, რადგან არის მოთხოვნა, რომ ლოლამ იმღეროს“.

როგორც მომღერალი აღნიშნავს, აქვს ბინები ბათუმსა და თბილისში, ახლა კი სურვილი გაუჩნდა, რომ ერთი ბინა მოსკოვშიც შეიძინოს და შემდეგ პატარა კაფებარი გახსნას, რომელსაც „ლოლასთან“ ერქმევა