ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ახალგაზრდა კოლეგისა და მეგობრის, ქეთევან გიორგიშვილის გარდაცვალების შესახებ წერს და მისი ახლობლების მწუხარებას იზიარებს.
ახალგაზრდა ქალი გუშინ ტრაგიკულად გარდაიცვალა – ის მეცამეტე სართულიდან, სავარაუდოდ გადმოვარდა. გამოძიება საქმეზე უკვე დაწყებულია.
“ძალიან მიჭირს დაწერა. სამაგალითო, გენიოსი გოგო, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გერმანული ენათმეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოღვაწე, პიანისტი, ეროვნული პარლამენტის წარმომადგენელი! და კიდევ რამდენი… ღვთისნიერი, უმანკო, ანგელოზი! ქეთევან გიორგიშვილის გარდაცვალების ამბავი შემზარავი და თავზარდამცემია. ძალიან ვწუხვარ…” – წერს მარიამ კუბლაშვილი.