“მაიკო ძალიან მძიმედ იყო, სან­დროს, რომ ეძი­ნა, ბღა­ო­და”

253

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას მამა, ან­ზორ მე­ლია კი­დევ ერთხელ იხ­სე­ნებს იმ დღეს, რო­დე­საც მისი შვი­ლი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც “მთა­ვა­რის” ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, ის მოვ­ლე­ნებს ტე­ლე­ვი­ზი­ით უყუ­რებ­და და მის­თვის მთა­ვა­რი იყო, რომ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ოფის­ში შეკ­რე­ბილ ხალ­ხს არა­ფე­რი და­შა­ვე­ბო­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა­ზე მძი­მედ ეს ამ­ბა­ვი მე­ლი­ას მე­უღ­ლემ გა­და­ი­ტა­ნა.

“მაგ დღეს დი­ლის 6 სა­ათ­ზე დავ­წე­ქი. შემ­დეგ ყო­ველ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ერთხელ ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი “ფე­ის­ბუქს” და რო­გორც კი და­გი­ნა­ხეთ, შევ­ძა­ხე მე­უღ­ლეს, ნანა და­ი­წყეს. რო­გორ წა­მოხ­ტა, უნდა გე­ნა­ხათ. ვლო­ცუ­ლობ­დი, რომ არა­ვინ და­ღუ­პუ­ლი­ყო. ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი მა­შინ ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ნიკა მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს და და­ვი­ნა­ხე, რომ მსხვერ­პლი არ იყო.

მა­ი­კო ძა­ლი­ან მძი­მედ იყო, მაგ­რამ მას სხვა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და, რომ ეს სან­დროს არ უნდა გა­ე­გო. ის არ­ტის­ტობ­და და სან­დროს, რომ ეძი­ნა, ბღა­ო­და. ჩემი მე­უღ­ლე ვაჟ­კა­ცუ­რად იყო. გუ­შინ მი­თხრა, რომ და­ი­ჭი­რეს და გა­იყ­ვა­ნეს ნი­კაო, მა­შინ ძა­ლი­ან მშვი­დათ ვუ­ყუ­რებ­დი, მაგ­რამ რო­დე­საც მაჩ­ვე­ნეს ზე­მო­დან გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი, რო­გორ ჩაჰ­ყავ­დათ ნი­კაო ავ­ტირ­დიო. მე გვერ­დით და­ვუდ­გე­ბი ჩემს შვილს, ის ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი მარ­თა­ლია” – აღ­ნიშ­ნა მე­ლი­ამ.

ნიკა მელიას პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, მისი რჩეული მაიკო ბეგიაშვილია. წყვილი 2014 წელს პირველი ვაჟის მშობლები გახდა.