“ეს კაცი არც მეტი, არც ნაკლები სერბეთის ახალი პატრიარქია, ინტრონიზაციიდან ორიოდე დღეში ასე ეწვია კოვიდკლინიკას “
დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში სერბეთის პატრიარქის ფოტოს აქვეყნებს და წერს იმის შესახებ, თუ თუ როგორ მოინახულა მაღალი სასულიერო პირმა ბელგრადის კოვიდინფიცირებულთა კლინიკა.
“ეს კაცი არც მეტი, არც ნაკლები სერბეთის ახალი პატრიარქია, მისი უწმინდესობა პორფირი, რომელიც ინტრონიზაციიდან ორიოდე დღეში აი ასე, სრული სამედიცინო ეკიპირებით ეწვია ბელგრადის კოვიდინფიცირებულთა კლინიკას, ჩვენს სინოდს კი 11 თებერვლის სინოდზე, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე არ შეკრებილა (ბოლო სხდომა 2020ის მარტში ჰქონდათ), არათუ კოვიდინფიცირებით გარდაცვლილი 2000 ზე მეტი ქართველისათვის და ათზე მეტი სასულიერო პირის ოჯახებისათვის, თვით მათი სინოდის წევრ ბორჯომ-ბაკურიანის ახალშესვენებულ ეპისკოპოს ლაზარესადმი პატივის მიგება და სამძიმრის გამოცხადება დაავიწყდა და ლოცვა თუ არა, წუთიერი დუმილით და ფეხზე ადგომით მაინც მიეგოთ პატივი მათი ხსოვნისათვის. მაგრამ საქართველოს საბჭოთა საპატრიარქოსათვის ადამიანი ღირებულებას არ წარმოადგენს, ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს!”- წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.