“ვერ გაიგეს რა მჭირს”

326

ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე დაავადებას ებრძვის, რომელიც ქვედა კიდურების დეფორმაციას იწვევს.

თამომ ფეხის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, წარწერით:

ამას ვგულისხმობდი. მალე ასე გადავიღებ ფოტოს, ოღონდ ლამაზი ფეხებით. თქვენ ვერც ხვდებით, ჩემთვის ეს პოსტი რა რთული დასადები აღმოჩნდა“

მანამდე კი თამომ დაავადების შესახებ ტელეკომპანია POSTV-ს გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ ისაუბრა.

ვერ გაიგეს რა მჭირს, ზოგმა მითხრა ქუსლი გეშლებაო“, – აღნიშნა მან.

ფოტოზე წარწერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მან ექიმთა გუნდი უკვე იპოვა და ოპერაციისთვის ემზადება.