“9 წელი კრიმინალები მართავდნენ ამ სამოთხეს!”

660

რეჟისორი, რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. სტურუას თქმით,  „ქვეყანას 9 წელი კრიმინალები მართავდნენ“.

„30 წელია საქართველოში კარვებს ხსნიან! გიჟების ქვეყანაა! და საქათმის ქურდი – ბელადები: გრაალის მელა და კიევის ტურა!

9 წელი კრიმინალები მართავდნენ ამ სამოთხეს! დღეს დაფრთხნენ! დაჭერის ეშინიათ – ქურდებს! მკვლელებს! ქვეყნის გამყიდველებს! საშინელება ელით!

1. ქართველებს ბლომად ფული მოპარეთ!

2. სახლები იყიდეთ უცხოეთში!

3.ოფშორებში მილიონები გიდევთ!

4. წადით რა, გაუმაძღარო ნაძირლებო!

ცინიზმის მაქსიმუმი: ვინც საქართველო დააქცია სულელი „გმირის“ საკანთან დგანან და საქართველოს ჰიმნს მღერიან, უნიჭოდ შეშინებულნი”, – წერს სტურუა.