ინდოეთში მამლების ბრძოლის დროს კაცი საკუთარმა ფრინველმა მოკლა

ინდოეთში მამლების არალეგალურ ბრძოლაში მონაწილე ფრინველმა საკუთარი პატრონი მოკლა. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთით, ტელანგანას შტატის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ბრძოლაში მონაწილე მამლებს ფეხებზე სპეციალურ დანებს უმაგრებენ. ერთ-ერთმა ფრინველი რინგიდან გაიქცა, მისმა პატრონმა კი მისი დაჭერა სცადა და სწორედ ამ დროს 7-სანტიმეტრიანი დანა საზარდულში მოხვდა. კაცმა ბევრი სისხლი დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიცია ბრძოლაში მონაწილე 15 ადამიანს ეძებს. მამალი კი ჯერ პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი ერთ-ერთ ფერმაზე გადაიყვანეს. მას სასამართლოზე მტკიცებულების სახით წარადგენენ.

მამლების ბრძოლა ინდოეთში 1960 წლიდან არალეგალურია. გასულ წელს, მსგავსი შემთხვევა ფილიპინებზე მოხდა. მაშინ მამალმა რეიდში მონაწილე პოლიციელი მოკლა.

ასევე იხილეთ