ქართველმა მოდელმა, ზინი ქაჯაიამ ემპორიო არმანის ჩვენება გახსნა, ხოლო ჯორჯო არმანის ჩვენებაზე ორი ლუქით გაიარა.
იტალიურმა მოდის სახლებმა მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექციები წარადგინეს.
კოვიდპანდემიის გამო ჩვენებების ფორმატი შერეულია, როგორც ციფრული სახის, ისე ტრადიციულად პოდიუმზე.