ცნობილი ექიმი, დერმატოლოგი, ზაზა თელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ მის ერთ-ერთ სამედიცინო ინფორმაციაზე თავდასხმა მოხდა, შემდეგ კი ოჯახის წევრებს შეურაცყოფა მიაყენეს.
„რამდენიმე წუთის წინ სერიოზული, ორკესტრირებული „თავდასხმა“ მოხდა ჩემს ერთ-ერთ სამედიცინო ინფორმაციაზე რასაც შემდეგ მოჰყვა ჩემი ოჯახის წევრების შეურაცყოფა ფეიკ ექაუნთებიდან, სავარაუდოდ დაინტერესებული პირების მიერ.
ერთი რამე იცოდეთ, შეიძლება ბევრი რამე მოვითმინო მაგრამ ჩემი ოჯახის წევრების შეურაცხყოფას არავის არ ვაპატიებ.
ომი გინდოდათ?? ხოდა, მიიღებთ ომს.
გაორმაგებული ძალებით ვაგრძელებთ Fake წამლების და დანამატების გამოვლენას ისევ და ისევ ამ ბედკრული ერის ჯანმრთელობის დაცვისა და ჯიბეების დაზოგვის მიზნით“– წერს ექიმი ზაზა თელია.