“ყველა მკვლელის დედამ ჩახედეთ დედაჩემს თვალებში… მკვლელ შვილს რომ ვერ იმეტებთ ციხისთვის…”

512

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამო, დავას როგორც სამართლებრივად, ასევე პროტესტის გზით განაგრძობენ.

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი დამ, რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელით ბრალდებულების ოჯახებს მიმართა.

„ყველა მკვლელის დედამ ჩახედეთ დედაჩემს თვალებში და ჰკითხეთ რას ნიშნავს შვილის მონატრება! საკუთარ მკვლელ შვილს რომ ვერ იმეტებთ ციხისთვის ჩვენ სამუდამოდ ჩავდეთ 19 წლის ანგელოზი მიწაში !!! და ამას ვინმე გაპატიებთ? არასოდეს“, – წერს ანნა შაქარაშვილი.