ნინო გელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“გუშინ განსაკუთრებული, დედის დღე იყო და არ მინდოდა, ჩემი ანტიჟოპციური პოლიტიკური “სარკაზმები” დამეპოსტა, მაგრამ დღეს რა გამაჩერებს❗❗❗
რაც შეეხება გერმანიაში მყოფ “მიჰა ჰამოდის” სექტანტურ ემიგრაციას. ვეტყვი, ამდენი ხანი წასულები ხართ, ზოგი პირდაპირ ორღობიდან, ზოგი ალბათ დახეული კალოშებით, მესმის ზოგი სასწავლებლად, საქართველოში, გერმანიის ელჩს რომ თქვენეული, ყალბი არზა გამოუგზავნეთ, არიქა საქართველოში დიქტატურააო. პირველ რიგში ვაი, თქვენს პატრონს. მეორე რიგში, გერმანიის ელჩი, ეს მართლაც ძვირფასი კაცი, თქვენზე უკეთ ხედავს რაც ხდება საქართველოში, დიქტატურაა თუ დემოკრატია, ფაქტები ამას მოწმობს და თუ არ გჯერათ იხ, მისი გამოსვლები. მესამე, დააყენეთ ერთი ადგილი და სადაც ხართ, წესიერად მოიქეცით, თორემ სხვათაშორის ჩვენც ვიგებთ, თქვენს ამბებს, ქურდობებს და თავს ნუ გვჭრით საქართველოს, სხვათაშორის რეპორტი გერმანიამაც იცის, ხოდა მოგიწევთ ისევ ორღობეებში დაბრუნებაც და იმ ძველი კალოშების ჩაცმაც.
” გუტენ ტაგ” “მიჰა ჰამოდის” სექტას, აწ “ნემეცურს”
“დიქტატურისგან დატანჯული” ასფალტზე გაზრდილი გოგოს სმაილიკი”