ფაქტები, რომლებიც პრინცესა დაიანას ქალიშვილის არსებობას მოწმობს

1,132

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გარშემო კიდევ ერთი კონსპირაციული თეორია გამჟღავნდა, რომლის მიხედვითაც, პრინცესა დაიანას შვილებს – უილიამსა და ჰარის, შესაძლოა, დაც ჰყავდეთ.

თეორიის მიხედვით, ჩარლზსა და დაიანას ქალიშვილი მანამ ეყოლათ, სანამ პრინცი უილიამი გაჩნდებოდა, ნათქვამია The Sun-ის ცნობილ გამოცემაში.

ისტორია, 1980 წელს, ჩარლზისა და დაიანა სპენსერის ნიშნობით იწყება, რომლამდეც  ექიმმა, რომელთანაც დაიანა კონსულტაციას გადიოდა, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საკუთარი მეუღლის ხელშეწყობით განავითარა.

წყაროში მითითებულია, რომ გოგონა – სარა, 1981 წელს, უილიამის დაბადებამდე 8 თვით ადრე გაჩნდა და შესაბამისად,ამჟამად 37 წლისაა.

წყარო ირწმუნება, რომ გოგონას „მშობლებმა“ მას უთხრეს რომ ნამდვილი დედ-მამა ავტოავარიაში დაიღუპა.

გოგონას თქმით, მან მუქარის შემცველი შეტყობინებებიც მიიღო, რომელიც მას საკუთარი წარმომავლობის ძიებას უკრძალავდა და სარა საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.