დღეს ჟურნალისტ ნათია ბანძელაძის დაბადების დღეა. საკუთარ დღესასწაულზე, ნათიამ ემოციურ პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც თავის გარდაცვლილ ქმარს გიორგი გოგიჩაიშვილს (გოგიჩას) მიუძღვნა.
„ნაოჭები უბრალოდ უნდა მოუთითებდეს, სად იყო ღიმილი, ღიმილი და სიყვარულიც იმან მასწავლა ვინც ეს ღარები დამიმძიმა, მან მაჩუქა ის რის გამოც მისივე ნაჩუქარ ფრთებს ვშლი და მასთან ერთად ვაგრძელებ ფრენას, ფრენას რომელიც მან მასწავლა…
გიყვარდეს, ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით. ასე ვაგრძელებ გზას და ფრენას, ისევ მისი სიყვარულით, მისი ხედვით, ფასეულობებით რომელიც სიკეთეს აერთიანებს … წლების განმავლობაში ერთად ვისწავლეთ იმ კარგი ადამიანების მისაკუთრებაც ვინც ასე გვაძლიერებს წლები ….
რომ მოვიხედე ბევრნი ხართ, მაგრამ უფრო მეტი და მეტი მინდა იყოთ…
რომ დავეცემი, ერთად წამოვდგეთ, რომ ავფრინდები ერთად ვიფრინოთ … ტკივილსაც მოვლა და პატივისცემა უნდა და არანაკლებ სიყვარულისა, ეს მოგონებები კიდევ უფრო მაძლიერებს და კიდევ უფრო მიმძაფრებს გაუნელებელ სურვილს რომ დიდხანს ვატარო ეს გრძნობა მისივე სიყვარულისთვის… მარტო არ ვარ გიო, ისევ ყველანი ერთად ვართ!!! უბრალოდ დღეს ტოლები გავხდით …“, – წერს ნთია ბანძელაძე.