“უღრმესი მადლობა, რომ ასეთი უნიჭოები ხართ”

626

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლის საშუალებითაც ქართულ სატელევიზიო სივრცეში გასულ კომედიურ შოუებს აკრიტიკებს.

ამასთან გადელია მისი აზრით, უნიჭო შოუების დადებით მხარეზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ თავისმა შვილიშვილებმა უცხოურ არხებზე კომედიური გადაცემების ყურებისას, ინგლისური ენა კიდევ უფრი კარგად შეისწავლეს.

„დიიდი მადლობა!

ნორმალურ ადამიანს სიცილის დიდი მოთხოვნილება აქვს. ამიტომ ილტვის კომედიისკენ, იუმორისტული შოუებისკენ… ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი ჩვენი თანამედროვე, ქართული შოუების შემქმნელებს ტელევიზიებში! ამდენ ხანს სულ გლანძღავდით და უნიჭოს გეძახდით.

ძალიან მცხვენია ასე რომ ვიქცეოდი… ჩემი შვილები და შვილიშვილები იუმორისადმი ამ დიდ მოთხოვნილებას იკმაყოფილებენ ინგლისურენოვანი კომედიური შოუების გამუდმებით ცქერით.

მე ჯერ ისევ რუსულებს ვაწვები, მაგრამ უკვე ცოტა მომბეზრდა და შევეცდები მეც ინგლისურენოვნებს გავუგო (მეტი ბაზარია). ვაღიარებ, ტყუილად გლანძღავდით! რომ არა თქვენი უკიდეგანოდ უნიჭო, უგოიმესი შოუები, ბავშვები ქართულ არხს ვერ მოწყდებოდნენ და ასე კარგად არ გაიწაფებოდნენ ინგლისურში! ეგებ მეც მეშველოს თქვენი ასეთი დახმარებით! უღრმესი მადლობა, რომ ასეთი უნიჭოები ხართ და ფაქტიურად ქართულად საყურებელი არაფერია!! “ – წერს გადელია.